პაციენტები, რომლებმაც ახალი კორონავირუსი გადაიტანეს, ტესტი ისევ ჩააბარეს და ის დადებითი აღმოჩნდა, გარშემომყოფებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
"იმ ადამიანების ინფიცირების შემთხვევები, რომლებიც ასეთ პაციენტებთან კონტაქტობდნენ, არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვერ აღმოვაჩინეთ მტკიცებულება, რომ მათ სხვების ინფიცირება შეუძლიათ", - განაცხადეს უწყებაში.
პანდემიის დაწყებიდან სამხრეთ კორეაში ხელმეორედ ინფიცირების 447 შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამის მიზეზი დიაგნოსტიკის მეთოდების უზუსტობაა, რომელიც ორგანიზმში მკვდარი ვირუსის ნარჩენებს აქტიურ ინფექციად აღიქვამს.