სი ძინპინი: ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს ორ მილიარდ დოლარს გამოუყოფს

სი ძინპინი: ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს ორ მილიარდ დოლარს გამოუყოფს

მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ქვეყნებს ორ მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 73-ე ყოველწლიური სესიის გახსნაზე ვიდეოკონფერენციის რეჟიმში გამოსვლისას განაცხადა.

„მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩინეთი ორი მილიარდი დოლარის საერთაშორისო დახმარებას გამოყოფს კორონავირუსის პანდემიით დაზარალებული ქვეყნებისთვის, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინმა ასევე განაცხადა, რომ ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დროულად და დაყოვნების გარეშე გააფრთხილა კორონავირუსის ეპიდემიის აფეთქების შესახებ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.