ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ყაზახეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო

ყაზახმა მეცნიერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მეცნიერების ნამუშევარი დაარეგისტრირა და ის შესაძლო ვაქცინების ჩამონათვალში შეიყვანა.

ვაქცინაზე ბიოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები მუშაობენ. ვაქცინა ინფიცირებული ყაზახებისგან აღებული ვირუსის შტამს ეფუძნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.