ნიუ-იორკის გუბერნატორმა კორონავირუსზე ტესტი პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ნიუ-იორკის გუბერნატორმა კორონავირუსზე ტესტი პირდაპირ ეთერში გაიკეთა

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ კორონავირუსზე ტესტი ყოველდღიური ბრიფინგის დროს, პირდაპირ ეთერში ჩაიტარა.

მისივე თქმით, ამით იმის ჩვენება სურდა, რომ ტესტებში საშიში არაფერია.

„თუ ხვალ აქ აღარ ვიქნები, ეს ნიშნავს, რომ პასუხი დადებითი იყო“, – იხუმრა კუომომ ტესტირების შემდეგ.