რუსეთში კორონავირუსის 8 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში კორონავირუსის 8 926 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 8 926 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 91 ადამიანი. შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნი სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ გამოვლენილია კორონავირუსის 290 678 შემთხვევა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 2 722-ს შეადგენს.

ქვეყანაში სულ გამოჯანმრთელებულია 70 209 ადამიანი.