ელენე ხოშტარია: გიორგი რურუაც ამ შეთანხმების ნაწილი იყო და ისიც სწრაფად უნდა გათავისუფლდეს

ელენე ხოშტარია: გიორგი რურუაც ამ შეთანხმების ნაწილი იყო და ისიც სწრაფად უნდა გათავისუფლდეს

ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი შეასრულა და გამოუშვა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, იგივე უნდა გაკეთდეს რურუასთან მიმართებაში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რითაც გიორგი რურუას წინასწარ პატიმრობაში დატოვებას გამოეხმაურა.

„ხელისუფლებამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როცა 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი შეასრულა და გამოუშვა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი. იგივე უნდა გაკეთდეს რურუასთან მიმართებაში. ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ გიორგი რურუაც ამ შეთანხმების ნაწილი იყო. ამიტომ რაც უფრო სწრაფად დავხურავთ ამ ფურცელს და გადავალთ საარჩევნო რეფორმაზე, ეს არის მთლიანად ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. დროში, ფორმაში როგორ იზამენ, მათთვის დამითმია, ამის დრო არის, საშუალებაც არის, უბრალოდ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს სწრაფად, რათა დავბრუნდეთ შედარებით ნორმალურ პოლიტიკურ ვითარებაში”, - განაცხადა ხოშტარიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Aburjga Tasmanieli ორი პოლიტიკური პარტია (სინამდვილეში ორი სექტა) ხალხის ზურგს უკან საიდუმლოდ გაურიგდა ერთმანეთს და გარკვეული მანჭვა გრეხის შემდეგ (დაახლოებით 2 თვე გაგრძელდა) პრეზიდენტი იძულებული გახდა შეესრულებინა ამ ნაძირალა სექტანტების საიდუმლო გარიგება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოსადმი აშკარად მტრული ძალები დასავლეთიდან ღიად-საჯაროდ გვემუქრებოდნენ, რომ გადაწყვეტილება რაღაც გროშების გამოყოფაზე, რომელიც თითქოს გამოგვიყვეს, კოვიდით დაზიანებული ეკონომიკის გასაჯანსაღებლად (???) გადაიხედებოდა თუ პრეზიდენტი არ შეიწყალებდა მძიმე, კრიმინალურ დანაშაულში ბრალდებულ და გასმართლებულ 2 პირს, და 1 გაუსამართლებელ, მაგრამ ბრალდებულ განგსტერს! ასეთია მოკლე შინაარსი ამ ამბისა. ეს არის იმ სისტემური მოვლენის 1 კერძო, ოღონ ძალიან ცხადი გამოვლინება, რომელსაც გამუდმებით გენერირებს ე.წ. დემოკრატია, თანამედროვე ლიბერალური დემოკრატია! როგორც ვიცით დემოკრატიის არსებობის აუცილებელი ნაწილია პოლიტიკური პარტიების ფუნქციონირება! ბოლო 32-35 წლის მანძილზე საქართველოში ჯერ იატაკქვეშეთიდან, შემდეგ კი ლეგალურად მომქმედი პოლიტიკური პარტიები თავიანთი მოქმედებით არიან ისეთი საშინელი მოვლენების გენერაციის წყარო როგორებიცაა: სამოქლაქო ომი, სამშობლოს ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკის გაჩანაგება, რაიონების, სოფლების დაცლა, დემოგრაფიულ- ემიგრაციული კრიზისი, ქართული ენის დაკნინება დამრცობა, იერიში მართლმადიდებლურ მრწამსსზე, ერისათვის ყალბი არაქრისტიანული (ლგბტ და სხვა) იდეოლოგიის თავს მოხვევა, სიწმინდეების, ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა.... და კიდევ მრავალი სხვა, რომელი ერთი მოვთვალო?! კიდევ რა უნდა მოხდეს, როდის უნდა გაიგოს საზოგადოებამ, რომ ბოროტების სათავე საერთოდ პოლიტიკური პარტიების არსებობაშია! ყველაფერ ამ უმსგავსობას ცხადია, ყველა ხედავს, მაგრამ რატომღაც პოლიტიკური პარტიების არსებობა ისეთ აქსიომად განიხილება, რომელიც ევკლიდეს მე-5 პოსულატზე მყარად დგას რიგითი მოქალაქის ფსიქიკაში! შეიძლება ჩვენი საყვარელი სამშობლო საქართველო აღარც კი იყოს, მაგრამ პოლიტიკური პარტიები აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდნენ! ასეთია დღევანდელი მოცემულობა. ამიტომ სათავეშივე უნდა მოხდეს პრობლემის აღმფხვრა - პოლიტიკური პარტიების საქმიანობაზე უნდა დაწესდეს მინიმუმ 25 წლიანი მორატორიუმი. პარლამენტის პროპორციული არჩევნებიც შესაბამისად უნდა გაუქმდეს. სრული ძალაუფლება პრეზიდენტს. მთავრობა არჩევითი! ...
5 წლის უკან