როგორ გადადის კორონავირუსი საუბრის დროს? - აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევა

როგორ გადადის კორონავირუსი საუბრის დროს? - აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის კვლევა

ვირუსი SARS-CoV-2-ის საუბრის დროს გადადება საკმაოდ რეალურია. ამასთან, ინფექციის გავრცელების სიჩქარეზე ის მოქმედებს, რამდენად ხმამაღლა საუბრობს ინფიცირებული. ახალი კვლევა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის სპეციალისტების თქმით, საუბრის დროს ადამიანის პირის ღრუში სითხე ჩნდება, რომელიც წვეთებად გარდაიქმნება. ხმამაღლა საუბრის ერთ წუთში გარემოში ვირუსის შემცველი ათასობით წვეთი იფრქვევა. მეცნიერების თქმით, ამ წვეთები ჰაერში, შესაძლოა, ჰაერში 8 წუთზე მეტ ხანს, ხანდახან კი 14 წუთსაც კი ძლებდეს.

მეცნიერებმა ამის დასადგენად მაღალი სიზუსტის მქონე ლაზერი გამოიყენეს, რომელმაც წვეთების ვიზუალიზაციის შესაძლებლობა მისცა. მათ რამდენიმე ადამიანი ამოარჩიეს და გარკვეული ფრაზების წარმოქმნა სთხოვეს, ამის შემდეგ კი აპარატების საშუალებით სივრცე გაანათეს. სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ კორონავირუსის გავრცელებას, ხველებასთან და დაცემინებასთან ერთად, ხმამაღალი საუბარიც უწყობს ხელს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტესტები ლაბორატორიულ პირობებში ტარდებოდა. შესაბამისად, არ იყო გათვალისწინებული კლიმატური ფაქტორები, რომლებიც ვირუსების გავრცელებაზე მოქმედებს. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ საშუალო შეწონილი მნიშვნელობა მიიღეს, რადგან COVID-19-ის პაციენტების უმეტესობას სხვების ინფიცირება შეუძლია.