დღეიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით, მათ მკაცრი სტანდარტების დაცვა მოუწევთ. კერძოდ, იქნება ელექტრონული რიგის სისტემა და სოციალური დისტანციის დაცვის ვალდებულება. უნდა გაკონტროლდეს სამუშაო სივრცეში მომხმარებელთა რაოდენობა.
მანამდე ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, როგორ იმუშავებს სილამაზის სალონები. ნათია თურნავას თქმით, ამ ტიპის დაწესებულებებში ელექტრონული რიგის სისტემა იმოქმედებს და აუცილებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა.