წინა ვირუსების გამოცდილებას თუ გადავხედავთ და დაავადების კონტროლის ევროპული ცენტრიც ამბობს, რომ ამინდის გავლენა იქნება უდაოდ პოზიტიური კორონავირუსთან, მაგრამ ის შესაძლოა, არ იყოს 100 %-ი ინფექციის გაქრობის შეაძლებლობა, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტები ვარაუდობენ, ტემპერატურის მომატება ზოგადად ავადობასა და გავრცელების სიხშირეზე გავლენას მოახდენს.
„ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მომატება პოზიტიურ გავლენას მოახდენს ზოგადად ავადობასა და გავრცელების სიხშირეზე. საერთოდ, მაღალი ტემპერატურა და მზის სხივები ჩვენ ვიცით რომ ძალიან მოქმედებს კორონავირუსზე, მის დაღუპვას იწვევს, ასევე დაბალი ტენიანობა. ამიტომ, რაც უფრო მეტად მოიმატებს ტემპერატურა და სტაბილურად იქნება 25 გრადუსი და მეტი და ტენიანობა დაიწევს, ზედაპირებზე გადარჩენილი კორონები ვეღარ გადარჩებიან და ვირუსი ადამიანიდან ადამიანს აღარ გადაეცემა“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.