თენგიზ ცერცვაძე: „ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში...რომ არა ჩემი მეუღლე, სულიერ სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებდი“

თენგიზ ცერცვაძე: „ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში...რომ არა ჩემი მეუღლე, სულიერ სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებდი“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტომა თენგიზ ცერცვაძემ და ანა თოფურიამ 20 წლის წინ იქორწინეს.

„ჩვენ მუდმივად ვიყავით თანამოაზრეები, და ვიყავით ერთი მთლიანი. ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში , რომ თანამგზავრად მყავს ასეთი კეთილშობილი ქალი. რომ არა ჩემი მეუღლე ანა, წარმატებებს ვერ მივაღწევდი და რაც მთავარია, სულიერ სიმშვიდეს ვერ მოვიპოვებდი“, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ანა თოფურიას შეფასებით, მისი მეუღლე, თენგიზ ცერცვაძე "დიდი ადამიანია".

„ნიჭიერი, კეთილშობილი, ფართო გაქანების ადამიანია - დიდი ადამიანია. ძალიან უყვარს სიურპრიზები. ძალიან ყურადღებიანია, არა მხოლოდ ჩემს მიმართ. მაგალითად, მასთან რთული ავადმყოფი მოდის, სჭირდება ძალიან ბევრი გამოკვლევა, რაც სახსრებს მოითხოვს და არ აქვს საშუალება, გაყვება გამოიყენებს თავის ავტორიტეტს, სახსრებს...", - ამბობს ანა თოფურია “იმედის კვირაში“.