კორნავივირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ჩინეთის მთავრობის წამყვანი მრჩეველის, ჩჟუნ ნანშანის განცხადებით, ქალაქ უხანის ხელმძღვანელობა თავდაპირველად ინფექციის გავრცელების რეალური ზომას მალავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
"ადგილობრივ ხელისუფლებას არ სურდა სიმართლის თქმა იმ მომენტში. თავდაპირველად ისინი დუმდნენ. მე ვიტყოდი, რომ ინფიცირებულთა რეალური რაოდენობა მეტი იყო ვიდრე ისინი ამის თაობაზე იუწყებოდნენ", - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.
ნანშანის განცხადებით, ინფორმაციის დამალვის შესახებ ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 10 დღის განამვლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 41-ს შეადგენდა და ამ ნიშნულს არ ცდებოდა. გარდა ამისა, როდესაც ის პირადად ჩავიდა უხანში, 18 იანვარს, ბევრი ადგილობრივი ექიმი აფრთხილებდა, რომ სიტუაცია ბევრად უარესი იყო, ვიდრე ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყებოდა.
CNN- ისცნობით, ნანშანი იყო პირველი, ვინც 20 იანვარს ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის მეშვეობით განაცხადა, რომ კოროვირუსის ახალი ტიპი ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება.