ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, არის თუ არა საშიში აუზით სარგებლობა პანდემიის დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ

ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, არის თუ არა საშიში აუზით სარგებლობა პანდემიის დროს და რა უნდა გავითვალისწინოთ

ერთი რამ, რაც დანამდვილებით ვიცით და ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზეა განთავსებული, წყლით კორონავირუსის გადაცემის ალბათობა მცირეა, - ამის შესახებ იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აუზის დეზინფექცია მთელ მსოფლიოში ძირითადად ქლორის მეშვეობით ხდება და მის მიმართ კორონავირუსი სრულიად არამდგრადია.

„ერთი რამ უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, ნებისმიერი აუზი, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მთავარ მადეზინფექცირებელ საშუალებად ქლორს იყენებს და მის მიმართ სრულიად არამდგრადია კორონავირუსი. რისკი შეიძლება იყოს მხოლოდ გასახდელებში და იქ უნდა შევინარჩუნოთ მაქსიმალური დისტანცირება, თავი შევიკავოთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისგან და ახლო მანძილზე საუბრისგან. წყალი არანაირ რისკს არ ქმნის“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა