გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

გიორგი გახარია: ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში მოქალაქეებსა და პარტნიორებს მადლობა გადაუხადა, - ამის შესახებ მან საკუთარ twitter-ზე დაწერა.

„ჩვენი მოქალაქეების მხრიდან პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, მთავრობის სწრაფი მოქმედება და ჩვენი პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ფასდაუდებელია“, - აღნიშნა გახარიამ.

საქართველოში კორონავირუსი 695 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 425 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.