ქართველი ექიმი სან ფრანცისკოდან: ადამიანებს ტკივილის მეხსიერება არ გვაქვს

ქართველი ექიმი სან ფრანცისკოდან: ადამიანებს ტკივილის მეხსიერება არ გვაქვს

ძალიან ბევრი რამ აღმოჩნდა აბსოლუტურად მოულოდნელი. აშშ, რომელიც ითვლება მედიცინაში წამყვან ქვეყანად მსოფლიოში, აღმოჩნდა, რომ ასეთი დიდი პრობლემისთვის სამედიცინო სფერო მზად არ იყო. ეს ნიუ იორკის მაგალითმაც აჩვენა. მაგრამ არ მგონია, ეს მარტო აშშ-ს ბრალი იყოს. საერთოდ, კაცობრიობა ასეთი დიდი კატაკლიზმებისთვის მზად არ არის." - ამის შესახებ „იმედზე“, გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ ქართველმა ექიმმა, სან ფრანცისკოს „კაიზერ პერმანენტეს“ ქრონიკული ტკივილის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი მიქელაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანებს უნდათ, რომ გაიხსნას ეკონომიკა, აქციებია კალიფორნიაშიც, სხვა შტატებშიც... „საშინელ დღეში არიან. უცებ დავინახე, როგორი პატარა დისტანციაა ძალიან შეძლებული და ძალიან კარგი ცხოვრებიდან აბსოლუტურად უსახსროდ დარჩენამდე. ადამიანებს, რომლებსაც კარგი შემოსავალი აქვთ, მათ ხარჯიც დიდი აქვთ, ყველაფერი გათვლილი აქვთ და თუ აკლდებათ ერთი თვის შემოსავალიც კი, გაურთულდებათ ცხოვრება და ეს კარგად გამოჩდნა. მე არ მგონია, რომ მთავრობის ან სახელმწიფოს დახმარების გარეშე გამოვიდნენ ამ კრიზისიდან,“ - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.