პოლიციამ 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ 11 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული 1990 წელს დაბადებული, ბ.ი. არის. მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Katana . რა დაეტაკა ამ ხალხს, რამ აღაგზნოთ, რამ ატეხათ, რამ გააგიჟათ, რამ გააპირუტყვათ?!... რა დალიეს და რა მიიღეს ამისთანა, რომ არც ბავშვი იციან, არც მოხუცი, არც ძმის შვილი, არც საკუთარი შვილი თუ შვილიშვილი!..
პათოლოგია გამიგია, მაგრამ ასე მასობრივად?!
?.....
5 წლის უკან