რამაზ საყვარელიძე: „ოცნება“ დაკარგავს მხარდამჭერებს და ევროპა დაკარგავს მასზე ორიენტირებული ადამიანების ნაწილს

რამაზ საყვარელიძე: „ოცნება“ დაკარგავს მხარდამჭერებს და ევროპა დაკარგავს მასზე ორიენტირებული ადამიანების ნაწილს

პრეზიდენტის მიერ „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ექსმინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შედეგად, ხელისუფლებამ მხარდამჭერთა გარკვეული ნაწილი დაკარგა. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, შეწყალების აქტის გამოცემა შეიძლება ორგვარად ავხსნათ: ამ საკითხზე პრეზიდენტსა და „ქართულ ოცნებას" შორის იყო დიალოგი, ან მეორე - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლად გადადგა ეს ნაბიჯი და შედეგად მთელი პასუხისმგებლობა პრეზიდენტზე გადადის.

„მატარებელში ავარიული სახელურია, რაც შველის-ხოლმე... ალბათ პრეზიდენტი ასეთი ავარიული სახელური იყო. ეს იმ შემთხვევაში, თუ დავუშვებთ, რომ საპარლამენტო და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის იყო დიალოგი. თუ დიალოგი არ იყო, უნდა ჩავთავლოთ, რომ ეს პრეზიდენტის ხასიათის გამოვლინებაა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დიალოგი არ იყო. გამოდის, რომ მთელი პასუხისმგებლობა გადადგმულ ნაბიჯზე პრეზიდენტს ეკისრება.

„ხელისუფლებამ მხარდამჭერთა რა ნაწილი დაკარგა, არ ვიცი, მაგრამ რაღაც ნაწილს რომ დაკარგავს, ფაქტია. ერთი მხრივ „ქართული ოცნება" დაკარგავს მხარდამჭერებს, მეორე მხრივ - ევროპა დაკარგავს მასზე ორიენტირებული ადამიანების ნაწილს," - თქვა საყვარელიძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგილავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილი შეწყალების აქტი გამოსცა.

Aburjga Tasmanieli ევროპაზე ვინც არის ორიენტირებული ის ვერ იქნება სრულფასოვანი ქართველი. ვერც სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქე იქნება ევროპაზე ანუ კოლექტიურ დასავლეთზე ორიენტირებული. რა ნეხვი და ფუნაცაა ეს კოლექტიური დასავლეთი უკვე კარგა ხანია ყველა კარგად ვხედავთ, გაძეხია მომხმარებელთა ფუქსავატი საზოგადოებაა! ამ ბოლო 2-3 თვეში კი საერთოდ ცამოიხსნეს ნიღაბი და გამოაჩინეს დაავადებული, შეშლი, დაღმენჭილი სახეები! შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტეებით სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა! ფუ მაგათი! დიდება სტალინს!
5 წლის უკან
mamago ოპა, ევროპა!
5 წლის უკან