საფრანგეთის უმაღლესი განათლების, კვლევებისა და ინოვაციების მინისტრმა, ფრედერიკ ვიდალმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესაძლო ვადები დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო Europe 1 ავრცელებს.
ფრედერიკ ვიდალი გამოეხმაურა აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ვაქცინა 2020 წლის ბოლომდე იქნება მზად. მინისტრის განცხადებით, მისთვის ამის შესახებ უცნობია, თუმცა ასეთი პროცესი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება
„კვლევების დაჩქარების გათვალისწინებით, შეიძლება იმედი ვიქონიოთ, რომ ვაქცინა მზად 18 თვეში იქნება. მუშაობის კიდევ უფრო დაჩქარება ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ დააყენებს", - განაცხადა ფრედერიკ ვიდალმა.