რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 9 200 პირი დაინფიცირდა

რუსეთში COVID 19-ით 24 საათში 9 200 პირი დაინფიცირდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 119 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 2537-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კოროვირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 9 200-ით გაიზარდა და 272 043-ს მიაღწია. კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

კორონავირუსისგან სულ 63 166 პაციენტი გამოჯანმრთელდა.