როდის აღდგება საერთაშორისო ფრენები იტალიაში – ზუსტი თარიღი ცნობილია

როდის აღდგება საერთაშორისო ფრენები იტალიაში – ზუსტი თარიღი ცნობილია

ორშაბათიდან იტალიაში შიდა ფრენები დასაშვები ხდება, რათა მოსახლეობა საკუთარ რეგიონებს დაუბრუნდეს, ხოლო 3 ივნისიდან იტალიელებს საერთაშორისო ფრენის უფლება მიეცემათ. გარკვეული რეგიონების ადმინისტრაცია უფლებამოსილი რჩება შეზღუდვები კვლავ დააწესოს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ფრენებზე, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევები გაიზრდება.

ჯერჯერობით უცნობია საერთაშორისო ფრენები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული თუ შეზღდუვა არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებსაც მოეხსნებათ, თუმცა ევროკომისიის ბოლო გადაწყვეტილებით თუ ვიმსჯელებთ, შეზღუდვები მხოლოდ წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის მოიხსნება.

ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსის 223 885 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც გარდაიცვალა 14 962 ადამიანი, ხოლო 84 970 გამოჯანმრთელდა. იტალიელებს 120 359 აქტიური შემთხვევა აქვთ.