პაატა იმნაძე: „მძიმე პერიოდი კარგად გავიარეთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას

პაატა იმნაძე: „მძიმე პერიოდი კარგად გავიარეთ, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას" 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა მსოფლიო პანდემიის პირობებში დადგენილ შეზღუდვებსა და პირობებს კარგად ასრულებდა.

„მძიმე პერიოდი კარგად გავიარეთ. არ გვქონია გავრცელების მაღალი მაჩვენებელი. ახლა წყნარდება სიტუაცია, მაგრამ კორონავირუსი რომ დიდხანს დარჩება, სამწუხაროდ, ესეც ფაქტია. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას იმისთვის, რომ ყველა ის შეზღუდვა, რაც არსებობდა, ასრულებდნენ. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არა მარტო იმას, რას აკრძალავდა სახელმწიფო, არამედ იმასაც - თუ როგორ შეასრულებდნენ ამას ჩვენი თანამოქალაქეები. საბედნიეროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ, თავის დროზე, ეს ძალიან კარგად შეასრულა" - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში, გადაცემაში „ანატომია".

საქართველოში კორონავირუსი 677 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 419 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 პაციენტი კი გარდაიცვალა.