ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს დახმარება დაამტკიცა

ევროპარლამენტმა ევროკავშირის მეზობელი და პარტნიორი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის კორონავირუსის  შედეგებთან გასამკლავებლად სამი მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტების გამოყოფას მხარი დაუჭირა.  ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასესხო დახმარება 10 ქვეყანაზე გაიცემა, რომლებიც პანდემიის გამო ეკონომიკურ რეცესიას განიცდიან.  ყველაზე მეტ თანხას 1,2 მილიარდ ევროს უკრაინა მიიღებს. საქართველოსთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება.  ქვეყნებს შორისაა: ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, ტუნისი და ალბანეთი.

ამ პროექტს 547-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ამჯერად გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

Aburjga Tasmanieli აბა 500 მილიონიო ხუბილიუსმა რომ თქვა?! ისე არ მეგონა უგულავას და ოქრუაშვილის გამოშვებაში 150 მილიონსაც რომ გადაიხდიდნენ?! მოლოდეც ძმაო კაცები ესენი ყოფილან, მესის და რონალდოსაც გადაუჯოკრეს!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli აი ამონარიდი 14 მაისის სტატიიდან, ხუბილიუსი - ევროკავშირის საქართველოსთვის სოლიდარობის ნიშნად, შეთანხმებული თანხების გარდა, 500 მილიონ ევროზე მეტს უზრუნველყოფს „კოვიდ 19“-ის პრობლემის გადასაჭრელად და აღდგენისთვის". გადააგდეთ მთავრობა?!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნახეთ რუსეთს რას უშვებიან, როგორ აშანტაჟებენ, მთლად მიაჩმორეს - ბმული - ჩვენ რაღას გვიზამენ თუ ოდნავ მაინც შევეწინააღმდეგეთ?!
5 წლის უკან