ჩვენი გეგმების მიუხედავად მთავარი გამოწვევა არის covid19 - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
გახარიამ დღეს განათლების სფეროს მიმართულებით ანტკირკიზისული გეგმა წარადგინა.
„დღეის მდგომარეობით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა 19 ადამიანით. უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის ერთი და ორი დღის გამოწვევა. ეს არის გამოწვევა, რომელთან ცხოვრებაც ჩვენ მოგვიწევს, როგორც მინიმუმ, თვეები", - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.