იტალია ევროკავშირს პირობას უყენებს – “წინააღმდეგ შემთხვევაში დავტოვებთ ეროკავშირს”

იტალია ევროკავშირს პირობას უყენებს – “წინააღმდეგ შემთხვევაში დავტოვებთ ეროკავშირს”

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. მწვანე კორიდორის შესახებ ევროკავშირის ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს.

ე.წ. ტურიზმის მწვანე დერეფანი გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, საშუალება ექნებათ ტურიზმი აღადგინონ.

„არ მივიღებთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზას შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავტოვებთ ევროკავშირს,“ – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

კორონავირუსის გამო, იტალიაში ტურისტულ სექტორში წლის ბოლოსთვის დანაკარგი დაახლოებით 120 მილიარდი ევრო იქნება.