რომის პაპი: კორონავირუსის პანდემიის გარდა, მსოფლიოში უამრავი სხვა „პანდემია“ არსებობს, რომელსაც არავინ ამჩნევს, თუმცა მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს

რომის პაპი: კორონავირუსის პანდემიის გარდა, მსოფლიოში უამრავი სხვა „პანდემია“ არსებობს, რომელსაც არავინ ამჩნევს, თუმცა მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს

რომის პაპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გარდა, მსოფლიოში უამრავი სხვა „პანდემია“ არსებობს, რომელსაც არავინ ამჩნევს, თუმცა მილიონობით ადამიანის სიკვდილს იწვევს.

„კორონავირუსის პანდემია უეცრად დაგვატყდა თავზე, თუმცა სხვა „პანდემიებიც“ არსებობს, რომელსაც არ ვამჩნევთ, თუმცა ნამდვილ ტრაგედიას წარმოადგენენ. მაგალითად, შიმშილის „პანდემია“, რის გამოც მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 3.7 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. დღეს ამ ლოცვას ამ სხვა „პანდემიებს“ ვუძღვნი: შიმშილის, ომების, გაჭირვებაში მყოფი ბავშვების „პანდემიებს“. დაე, უფალმა შეაჩეროს ეს ტრაგედიები“, - განაცხადა რომის პაპმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.