კორონავირუსის პანდემიის გამო ავსტრალიაში თითქმის 600 000 ადამიანი უმუშევარი დარჩა

კორონავირუსის პანდემიის გამო ავსტრალიაში თითქმის 600 000 ადამიანი უმუშევარი დარჩა

ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, სკოტ მორისონის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის ფინანსური გავლენის შედეგად ქვეყანაში თითქმის 600 000 ადამიანი უმუშევარი დარჩა. როგორც ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, „ეს რიცხვი შოკისმომგვრელია, თუმცა მოულოდნელი არ ყოფილა“.

„დღეს მძიმე დღეა ავსტრალიაში. ჩვენ ვიცოდით, რომ ცუდი ამბები იქნებოდა, რადგან პანდემია გავლენას ახდენს ავსტრალიაზე, როგორც ეს ხდება მთელ მსოფლიოში. ეს ასეც მოხდა“, - განაცხადა სკოტ მორისონმა.

სკოტ მორისონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში ინფიცირების მაჩვენებელი მცირდება, ქვეყანა შემდგომი ეკონომიკური პრობლემებისთვის უნდა მოემზადოს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ავსტრალიაში კორონავირუსით ინფიცირების 7 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 98 ადამიანი გარდაიცვალა.