თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 53 პაციენტი გარდაიცვალა

ქვეყანაში, გასული 24 საათის განმავლობაში 53 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, თურქეთში 141 475-მდეა გაზრდილი ინფიცირებულთა საერთო ოდენობა. მათგან თითქმის 100 ათასი უკვე განიკურნა. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების 1 704 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 40 დღის განმავლობაში, დღეს პირველად გარეთ გასვლის საშუალება მიეცათ 14 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს, თუმცა მათთვის 11:00-დან 15:00 საათამდეა ლიმიტირებული გარეთ ყოფნის დრო.