"გრიპის ვირუსი ოქტომბერში აქტიურდება მსოფლიოში და შესაძლებელია, ეს ყოფილიყო გრიპიც. მაგრამ მე გავიხსენებ ერთ-ერთი ჩინელი ბლოგერის პოსტს, დეკემბრის შუა რიცხვებში ამბობდა, რომ გარკვეული ვირუსი არსებობდა ქვეყანაში და ამ ვირუსით ხალხი იღუპებოდა და რამდენიმე კვირაში, როდესაც ჩინეთმა გამოაცხადა უკვე ეპიდემია, ეს ბლოგერი საერთოდ გაქრა ინტერნეტ სივრციდან.
ძალიან ხშირად მიწევდა მოგზაურობდა და ყველაზე დაცულ ქვეყნებშიც კი შევსულვარ, მაგრამ მსგავსი სიფრთხილე, რომელიც ვნახე კორეაში ნოემბერში, არ მინახავს არსად. უბრალოდ, არ მივაქციე დიდი ყურადღება, რადგან ჭორის დონეზეც არ არსებობდა მაშინ ინფორმაცია ვირუსზე. შემდეგში გავაანალიზე. შეგვავსებინეს განაცხადები თვითმფრინავში, გვკითხეს ბოლო პერიოდში ხომ არ გვქონდა გრიპის სიმპტომატიკა, ყველა მგზავრი გაატარეს თერმოსკრინინგში და თუ ვინმეს ჰქონდა მცირე მატებაც კი ტემპერატურის, აბრუნებდნენ უკან და არ უშვებდნენ ქალაქში. შემდგომში ქალაქშიც ბევრი ადამიანი შემხვდა ნიღბით, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დახურული იყო ბაზრობები ან სხვა თავშეყრის ადგილები.
არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს იყოს გენეტიკასთან კავშირში, მე მგონია, რომ ეს უფრო დაკავშირებულია მოსახლეობის რაოდენობასთან, პოპულაციასთან - მაგალითად, ძირითადად აღნიშნული ვირუსი ყველაზე ფართოდ გავრცელდა დიდ ქალაქებში და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში, მაგალითად - ძალიან ფართოდ მოიცვა ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ყველაზე დასახლებული პუნქტია ამერიკაში.
რეგიონალურად რომ დავყოთ - საქართველოშიც კი, აი, ამ პატარა ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, თუ რამდენი სული მოსახლე მოდის ერთ კვადრატულ მეტრზე კონკრეტულ რეგიონში - რეგიონალური განსხვავებები გვაქვს ვირუსის გავრცელების კუთხით. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ უფრო სიმჭიდროვესთან და პოპულაციასთან არის დაკავშირებული გავრცელება, ვიდრე გენეტიკურ ფაქტორზე." – განაცხადა ლაშა უჩავამ