ლუიზა ვინტონი: პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, ვფიქრობ, მომავალში ეს მაგალითი საუკეთესო პრაქტიკად იქნება აღიარებული

ლუიზა ვინტონი: პანდემიის საპასუხოდ საქართველოში გატარებულმა ღონისძიებებმა ბევრი სიცოცხლე გადაარჩინა, ვფიქრობ, მომავალში ეს მაგალითი საუკეთესო პრაქტიკად იქნება აღიარებული

გაერო-ს განვითარების პროგრამამ კოვიდ-19-თან გამკლავების ახალი გეგმა წარადგინა, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის 1 მილიონი დოლარი გამოიყო. გამოყოფილი თანხები საქართველოს მოწყვლადი ჯგუფების „კოვიდ-19“-ის შოკთან გამკლავებაში დახმარებისკენ იქნება მიმართული.

გაერო-ს ახალი გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების ეხმაურება და ქვეყნებს მოუწოდებს ეკონომიკური ზარალისა და სოციალური სერვისები შეწყვეტის ფონზე, რომელიც ქვეყანის ჩაკეტვას მოჰყვა, უკან არავინ ჩამოიტოვონ , განსაკუთრებით კი სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფები.

გაერო-ს ახალი ჩარჩო, უბიძგებს ქვეყნებს, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და კრიზისის შემდეგ უფრო უფრო ძლიერები გახდნენ.

გაერო-ს განცხადებაში ნათქვამია: „პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიოს ტრადიციულმა ეკონომიკურმა მოდელებმა ამოწურეს თავიანთი შესაძლებლობები და მათი შენარჩუნება მდგრადი ვერ იქნება. ახლა მთავარია განვითარების უფრო მწვანე, უფრო სამართლიანი მიდგომები გავითავისოთ, რათა უზრუნველყოთ სრული სოციალური დაცვა და გარემოს საზღვრების პატივისცემა პლანეტის შესანარჩუნებლად.“

„ჩვენ უბრალოდ ვერ დავუბრუნდებით იმ მდგომარეობას რომელშიც „კოვიდ-19“-მდე ვიყავით, მაშინ როდესაც საზოგადოებები არასაჭიროდ დაუცველები არიან კრიზისისადმი, ჩვენ უკეთესი მსოფლიო უნდა ავაშენოთ“- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.

„ყველა ქვეყნისთვის ახლა ორი გზა არსებობს, არსებობს შესაძლებლობა, რომ ინვესტიციები წარსულის ეკონომიკის დაბრუნებაში ან მომავლის ეკონომიკაში ჩავდოთ“, – აცხადებს გაერო-ს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორი, აჰიმ შტაინერი.

საქართველოს მთავრობა, ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის კვალდაკვალ, ყურადღებას პოსტკრიზისული განვითარების დღის წერსრიგზე ამახვილებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „დღეს, საქართველოს მთავრობის მთავარი მიზანია ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის პარალელურად, ეკონომიკის გადარჩენა და სწრაფი გაჯანსაღება. ჩვენ მზად ვართ ვისწავლოთ ამ გამოცდილებიდან და აქტიურად ვიმოქმედოთ, რომ ჩვენი საზოგადოება კრიზისიდან კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვიდეს“.

გაერო-ს სოციოალურ-ეკონომიკური აღდგენის გეგმის ახალი ჩარჩო ხუთი ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენი არის ჯანდაცვის სისტემებისა და სერვისების დაცვა; სოციალური დაცვის და აუცილებელი სერვისების მიწოდების გაფართეობა, რათა ადამიანებმა სირთულეებთან გამკლავება შეძლონ; სამსახურების და ბიზნესების დაცვა, მათ შორის არაფორმალური სექტორებისაც; დაფინანსების, მაკროეკონომიკური პოლიტიკის და ვაჭრობის ადაპტაცია, რათა კრიზისიდან გამოსვლა ყველამ მოახერხოს და ასევე სოციალური თანმიმდევრულობის წახალისება და თემის გამძლეობაში ინვესტირება.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონი აცხადებს, რომ საქართველოს რეაგირებამ პანდემიაზე უდავოდ ბევრის სიცოცხლე გადაარჩინა და სამომავლოდ მოხდება მისი, როგორ საუკეთესო პრაქტიკის შესწავლა, თუმცა ვინტონმა აღნიშნა, რომ პანდემიამ ასევე ბევრი ნაკლოვანება გამოააშკრავა.

„აქ ისევე როგორც ყველგან მსოფლიოში, „კოვიდ-19“-მა გამოაშკარავა სისუსტეები და ეკონომიკური დისბალანსი. გაეროს განვითარების პროგრამა, მიესალმება საქართველოს ლიდერების მიდგომას, რომ უფრო საკმარისიზე მეტი გააკეთონ რათა შექმნან ქვეყნის აღდგენის ისეთი გეგმა, რომელიც პოზიტიური ასპექტების გააძლიერებას და ნეიტრალიზებას ისახავ მიზნად, რათა დაისახოს გზა უფრო მწვანე, სამართლიანი და ინკლუზიური მომავლისკენ“, – აცხადებს ლუიზა ვინტონი.

მთავრობასა და დონორ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მოხდა ყოველწლიური გაერო-ს განვითარების პროგრამის დაფინანსების, 20 მილიონი დოლარის გადანაწილება პანდემიაზე რეაგირებისთვის. გაერო ჩართული არის მოწყვლადი ჯგუფებისა და მოშორებით მცხოვრები თემების „კოვიდ-19“-ის რისკებთან ინფორმირებაში. გაეროს ასევე აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას და დევნილებს დამცავი აღჭურვილობით და მედიკამენდებით ეხმარება. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე მოხდა ბევრი აუცილებელი სერვისების ონლაინ გადატანა და სოფლებში სიცოცხლისუანირაობის შესანარჩუნებლად გრანტების გაცემა.