კაცები ქალებზე ხშირად კორონავირუსით სისხლში ანგიოტენზინგარდამქმნელ ფერმენტ 2-ის (ACE2) უფრო მაღალი კონცენტრაციის გამო ინფიცირდებიან, ვინაიდან ინფექცია ადამიანის ორგანიზმში კორონავირუსის უჯრედების სწორედ ამ ფერმენტთან ურთიერთქმედების შედეგად აღწევს. ამის შესახებ კარდიოლოგების ევროპული საზოგადოების (ESC) მეცნიერების ანგარიშშია ნათქვამი.
გრონინგენის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის პროფესორის, ადრიან ვოორსის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებული დაავადებების პროგრესირებაში გადამწყვეტ როლს სწორედ ფერმენტი ACE2 ასრულებს.
მეცნიერებმა კაცების სისხლში ამ ფერმენტის მაღალი შემცველობა გულის უკმარისობის მქონე 3,5 ათასზე მეტი პაციენტის კვლევის შედეგად აღმოაჩინეს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.