ირაკლი კობახიძე ადეიშვილის უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად დანიშვნაზე:  სააკაშვილი ყოველ წინადადებაში იტყუება, დიდი შანსია, რომ ეს ინფორმაციაც ტყუილი იყოს

ირაკლი კობახიძე ადეიშვილის უკრაინის გენპროკურორის მრჩევლად დანიშვნაზე:  სააკაშვილი ყოველ წინადადებაში იტყუება, დიდი შანსია, რომ ეს ინფორმაციაც ტყუილი იყოს

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი “ყოველ წინადადებაში იტყუება”, შესაბამისად, დიდი შანსია, რომ მის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაციაც მცდარი იყოს.

“ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა და დღესაც არ ვიცით, რამდენად სწორია ის. თქვენ უსმენთ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს და ის ყოველ წინადადებაში იტყუება, აქედან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ ესეც ტყუილი იყოს, თუმცა, ბუნებრივია დაზუსტება ყველაფერს სჭირდება”, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტის, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია.

 

Aburjga Tasmanieli ვახ რა ნერვებზე მომშლელია ეს პოლიტიკური იწილო-ბიწილო!!! მე თითქოს არც კი მეხება, უშუალოდ არ მეხება, რადგან არც რომელიმე პარტიის წევრი ვარ და პარტიულიც არავინ მყავს ნატესავ მეგობრებიდან, მაგრამ მაინც გაუსაძლისია ამ პოლიტიკური ვაკხანალიის ყურება!
5 წლის უკან