ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველია რეფორმების დარგში, – ამის შესახებ უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ადეიშვილი უკვე მეორე მთავარ პროკურორთან მუშაობს უკრაინაში. ადეიშვილი იყო იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც “ძველი პროკურორები გაცხრილა უკრაინაში”. სააკაშვილის თქმით, ეს პროეექტი ამერიკელების მიერ იყო დაფინანსებული.
2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. ადეიშვილი ქვეაყანში არ იმყოფება და მას სასჯელი არ მოუხდია.
ასევე, ადეიშვილი დამნაშავედ ცნეს ტელეკომპანია "იბერიას" სამაუწყებლო ლიცენზიის საქმეზე.
წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა დროს იყო გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი.