ირაკლი ლატარია: თემურ ალასანიისა და გრიგოლ ვაშაძის გამოზრდილები რომ საუბრობენ რუსულ კვალზე, ეგ არის ყველაზე დიდი დაცინვა

ირაკლი ლატარია: თემურ ალასანიისა და გრიგოლ ვაშაძის გამოზრდილები რომ საუბრობენ რუსულ კვალზე, ეგ არის ყველაზე დიდი დაცინვა

ძალიან დაბალი დონის სტატიაა დეილი მეილის, რომელიც სიზმარს, უშინაარსო ზღაპარს და რაც მთავარია სასაცილო ჭორს უფრო ჰგავს ,- ამის შესახებ ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში წერს და ,,დეილი მეილის" მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება, სადაც საუბარია ჰაკერები,  რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან არიან დაკავშირებული, თითქოს და საქართველოში არიან ბაზირებული.

ლატარიას თქმით, აღნიშნულ სტატიაზე გამოცვივდნენ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი ნაცები და დღევანდელი ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთთან კავშირში . ექსპერტი საუბრობს ხატია დეკანოიძეზე, რომელმაც მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე თქვა უარი.

,,თემურ ალასანიისა და გრიგოლ ვაშაძის გამოზრდილები რომ საუბრობენ რუსულ კვალზე, ეგ არის ყველაზე დიდი დაცინვა რაც კი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ არ მიკვირს, რატომ?

,,დააბრალე სხვას ის, რასაც შენ თავად სჩადიოდი" - ეს იყო სწორედაც ფაშიზმის მოღვაწეობის უმთავრესი პრინციპი და საკმაოდ კარგად მოირგო აღნიშნული მიდგომები ,,ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებლებმა და დღეს რატომ გამახსენდა ყოველივე ზემოაღნიშნული? ვუსმენდი სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო ,,დეილი მეილის" ერთ ერთ სტატიაში გამოქვეყნებულ ბოდვაზე, რომელიც ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ უ-ფაქტო სიუჟეტს უფრო ჰგავდა, ვიდრე პროფესიონალების მომზადებულ ტექსტს. აღნიშნულ სტატიაზე გამოცვივდნენ საქართევლოს მოქალაქეობაზე უარის მთქმელი ნაცები და დღევანდელი ხელისუფლება დაადანაშაულეს რუსეთთან კავშირში. ხატია დეკანოიძე, რომელმაც მაღალი ანაზღაურების სანაცვლოდ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა გვესაუბრება ჩვენ ვინმესი ან რამის პატრიოტობაზე და ღალატზე? მივუბრუნდები სტატიას და ვიტყვი, რომ ძალიან დაბალი დონის სტატიაა დეილი მეილის, რომელიც სიზმარს, უშინაარსო ზღაპარს და რაც მთავარია სასაცილო ჭორს უფრო ჰგავს, ვიდრე არგუმენტს და კარგად გადმოცემულ ისტორიას და ბოლოს, აქვე მინდა ავღნიშნო ერთი ფაქტი, რომ ,,ფეისბუუქმა| რამდენიმე დღის წინ გააუქმა უამრავი გვერდი, ჯგუფი და პროფილი, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" და გაუქმების მთავარ მიზეზად დასკვნაში ჩაიწერა, რომ კოვიდის წინაამღდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული დეზინფორმაციები იქმნებოდა ზემოაღნიშნულ გვერდებზე და ეს ყველაფერი არის რუსული პროპაგანდის ნაწილიო და ამის შემდეგ მგონი, კითხვებიც აღარ უნდა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი პოლიტიკური ძალა ებრძვის საქართველოს და ასრულებს რუსეთის მითითებებს",- წერს ირაკლი ლატარია.