ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, 73 დაავადდა

ნიუ-იორკში უცნობი დაავადებით 3 ბავშვი გარდაიცვალა, 73 დაავადდა

ნიუ იორკში, სავარაუდოდ, ახალ კორონავირუსუსთან დაკავშირებულმა დაავადებამ 3 ბავშვი იმსხვერპლა - ამის შესახებ ინფორმაციას NEW YORK TIMES ავრცელებს

Covid-19-თან დაკავშირებული უცნობი ვირუსისგან ამერიკაში დაიღუპა სამი მცირეწლოვანი ბავშვი და 73 ადამიანი დაავადდა - შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო

ვირუსის შემთხვევა პირველად მიმდინარე კვირაში დაფიქსირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალ ვირუსს ტოქსიკური შოკი ახასიათებს. იწვევს ანთებით პროცესებს კანზე, თვალებზე, სისხლძარღვებზე.

რამდენიმე პაციენტს ფილტვის ხელოვნური ვინტილაციაც დასჭირდა.

ექიმების საუბრობენ, რომ ახალი კორონავირუსი, ძირითადად, მოზრდილების სასუნთქ გზებს აზიანებდა.

ეს ახალი დაავადება ან სინდრომი, რომელიც ჯერ უცნობია, ბავშვების გულ-სისხლძარღვთა სისტემას აზიანებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ახალი დაავადების სიმპტომები კავასაკის დაავადებას ჰგავს, რომელიც გავრცელებულია მხოლოდ ბავშვებში და გამოიხატება ვენებისა და არტერიების, მათ შორის კორონარული არტერიების, ანთებით.