'მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, რომ არსებული ვალდებულება შეასრულონ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებლობას დააკისრებს „ქართულ ოცნებას“

'მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, რომ არსებული ვალდებულება შეასრულონ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა პასუხისმგებლობას დააკისრებს „ქართულ ოცნებას“

მოსახლეობისთვის მორიგ თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, არსებული ვალდებულება შეასრულონ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხო წერილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შეთანხმება საარჩევნო სისტემასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე ერთ პაკეტშია და თუ ხელისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს არ გაათავისუფლებს, შეთანხმებას ჩააგდებს.

„სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს ბატონი თალაკვაძე, იმიტომ, რომ სიტუაცია არის ძალიან ნათელი. შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული იქნა ორ რამეზე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე. ჩვენ საარჩევნო სისტემას დავუჭირეთ მხარი და მზად ვართ, საკონსტიტუციო ცვლილებებსაც მხარი დავუჭიროთ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ერთ პაკეტში. თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, აშშ-სა და სხვა მეგობრების მხრიდან, ამ შემთხვევაში ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას, ძალიან მარტივია ყველაფერი.

მოსახლეობისთვის მორიგჯერ თვალში ნაცრის შეყრას, ჯობია, რომ არსებული ვალდებულება შეასრულონ. გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, ამის შემდეგ მოხდება პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ნორმალურ საარჩევნო პერიოდზე გადასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უდავოდ, ყველა პასუხისმგებლობას დააკისრებს ბატონ თალაკვაძეს, „ქართულ ოცნებას“ და პირველ რიგში, ბატონ ივანიშვილს“, - განაცხადა კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის იმ წერილს, სადაც ის საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. საპასუხო წერილში თალაკვაძე წერს, რომ „აღნიშნულ შეთანხმებას „ქართულმა ოცნებამ“ გულწრფელად მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ ხელი შეეწყო თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნებისთვის. არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ არის და არ შეიძლება იყოს 2020 წლის 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი“.

amo კაპანაძევ, მოსახლეობას თავი დაანებე და პირადულს (პარტიულს) ხალხოს ნუ უკავშირებ. ხალხს ისიც ეყოფა თქვენ პარტიას ხარკს, რომ უხდის და ინახავს. რაც შეეხება ე. წ. პოლიტიკურ პატიმრებს ეგენი კრიმინალები არიან და ხალხმა ეს კარგად იცის. სხვათა შორის ამ ხალხის იმ მცირე ნაწილმაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, თქვენ რომ მოგეკედლათ.
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ასე ყველა ერთად და ერთნაირად როგორ დეგრადირდენ, ეს რაააა....?!!!
5 წლის უკან
Maverick საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ყავს!
საუბედუროდ ყავს კრიმინალი პოლიტიკოსები, კრიმინალი მასმედიები, კრიმინალი ჭურნალისტები და კრიმინალი ასოები!
5 წლის უკან