აცრები და ვაქცინა უნდა იყოს ნებაყოფლობითი, ვისაც უნდა გაიკეთებს და ვისაც არ უნდა - არა, დაძალება ამ შემთხვევაში არ შეიძლება, - ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ წირვის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„მოვისმენთ და გავითვალისწინებთ ექიმების რეკომენდაციებს. შედგება კომისია, რომელიც განიხილავს, არის თუ არა მისაღები აცრები და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. მე ვერ შევაფასებ კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგებებს, ვინაიდან ამის არანაირი უფლება არ მაქვს“, - განაცხადა მეუფე გერასიმემ.
მისივე თქმით, კონკრეტული მღვდელმთავრების ქადაგება აცრების წინააღმდეგ მხოლოდ მრევლის გაფრთხილებას ემსახურება.
„რასაც მღვდელმთავრები ამის შესახებ იმიტომ ქადაგებენ, რომ ჩვენი მრევლი გააფრთხილონ და ტაძარში სიარულისა და სიფრთხილისკენ მოუწოდონ“.
რაო, ვინმემ გამოაცხადა, - უარს თუ იტყვით, გაგკოჭავთ და ისე აგცრითო?!