„ გამარჯვების დღეს გილოცავთ გამარჯვებულებო!“

„ გამარჯვების დღეს გილოცავთ გამარჯვებულებო!“

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს გვილოცავს და  სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„სანამ მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანთაგან ერთი მაინც ცოცხალია, ეს იქნება გამარჯვების დღე, მათი გამარჯვების დღე და ვერავინ მათ ამ დღეს ვერ წაართმევს.

ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როდესაც ამ გამარჯვების შემხსენებელი არ დარჩება, როგორ და რითი ვცეთ პატივი იმ სამასი ათასამდე დაღუპული ქართველის ხსოვნას, ვინც ამ ომმა შეიწირა, იმ სამასი ათასამდე შვილდაკარგული დედის ძაძებს, რომლებმაც მხოლოდ სამკუთხა შეტყობინებები დაიტირეს, იმ სამასი ათასამდე საფლავს რომელიც მიმოფანტულია რუსეთ-უკრაინის ტრამალებსა და ევროპის მინდვრებს შორის, ჩრდილოეთის ტექსელიდან აფრიკამდე. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, ვინაიდან ვერც სხვის გამარჯვებას ვერ მოვიპარავთ, და არც ქართული გმირული სულის გაბიაბრუებას გვაპატიებს შთამომავლობა.

გამარჯვების დღეს გილოცავთ გამარჯვებულებო!“