ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:
„ხსოვნის ამფეთქებელი!
ეს ,,დიდების მემორიალია" - მერაბ ბერძენიშვილის ქმნილება, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ, ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს ეძღვნებოდა.
სააკაშვილის რეჟიმმა ამ მემორიალის აფეთქებით ფაშიზმთან ბრძოლაში დაცემული გმირების ხსოვნა ააფეთქა.
და კიდევ: მემორიალის აფეთქებას ქუთაისში დედისა და მისი 10 წლის გოგონას სიცოცხლე შეეწირა.
მათი უმანკო სისხლიც ნაცრეჟიმის კისერზეა!
დღეს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის თავია!“ - წერს ჯაბა ხუბუა