თენგიზ ცერცვაძე: ჯანმოს კვლევაში ჩართვა ნიშნავს, რომ საქართველო მოვლენების ავანგარდშია და არა მაჩანჩალას როლში

თენგიზ ცერცვაძე: ჯანმოს კვლევაში ჩართვა ნიშნავს, რომ საქართველო მოვლენების ავანგარდშია და არა მაჩანჩალას როლში

მეკითხებიან; რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევაში ჩართვას? როცა მსოფლიოში ასეთი რამ ხდება და შენ მისი მონაწილე ხარ, უკვე აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ პროცესებს სადღაც შორიდან უყურებ არ უყურებ, მაჩანჩალის როლში არ ხარ. საქართველო ავანგარდშია, პირველ კლასშია და თვითონ იქნება ამის მონაწილე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია იწყებს ყველაზე დიდ კვლევას, რაც კი აქამდე ჩატარებულა. 20-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს მასში. ხშირად მეკითხებიან, წამყვანი ქვეყნები იქნებიან ჩართულნი თუ მარტო მეორეხარისხოვნები. ეს ქვეყნებია; საფრანგეთი, ესპანეთი, კანადა, პორტუგალია, ბელგია, შვეიცარია, ნორვეგია... ამ ქვეყნების პირველხარისხოვნებაში ვინმეს ეჭვი ეპარება? შვეიცარიაზე, კანადაზე, საფრანგეთზე უფრო მაღალი ქვეყანა არ ვიცი, რომელია. საქართველოსთვის დიდი პატივია, რომ ამ 20-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოცაა და შემოგვთავაზეს მასში ჩართვა. მათ შემოგვთავაზეს, ჩვენ არ გვითხოვია...

ამ კვლევაში საქართველოდან 6 კლინიკა იქნება ჩართული. მასში მონაწილეობა ნიშნავს, რომ პროცესების ავანგარდში ხარ. მეკითხებიან; რა მნიშვნელობა აქვს ამ კვლევაში ჩართვას? როცა მსოფლიოში ასეთი რამ ხდება და შენ მისი მონაწილე ხარ, უკვე აქვს მნიშვნელობა, რადგან ამ პროცესებს სადღაც შორიდან უყურებ არ უყურებ, მაჩანჩალას როლში არ ხარ. საქართველო ავანგარდშია, პირველ კლასშია და თვითონ იქნება ამის მონაწილე. ამას გარდა, ამ კვლევით, საქართველოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის საუკეთესოდ მიჩნეული 4 მედიკამენტი: „რემდესივირი“, „პლაქვენილი“, „ინტერფერონი ალფას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირი“ და „ინტერფერონი ბეტას“ შემცველი „ლოპინავირ/რიტონავირი“. ამათგან ბოლო ორი მედიკამენტი ჯერ საქართველოში არ ყოფილა და რომ არა ეს კვლევა, კიდევ დიდხანს ვერ იქნებოდა, რადგან მთელი მსოფლიო რიგში დგას ამ პრეპარატების გამო. კვლევაში ყველა ავადმყოფს შეეძლება ჩართვა, - სურვილის შემთხვევაში“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 626 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 297 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.