სოსო მანჯავიძე: ქართველთა ნაწილი მიიჩნევს,რომ გერმანელი რასისტები ქართველებს აუცილებლად შეიყვანდნენ

სოსო მანჯავიძე: ქართველთა ნაწილი მიიჩნევს,რომ გერმანელი რასისტები ქართველებს აუცილებლად შეიყვანდნენ "არიელთა" ელიტურ კლუბში“

 
" პოსტი შარშანწინდელია, დავდე, ვინაიდან ან-ან--ისტების რიცხვი კვლავ მატულობს" - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე.

"ჰიტლერის გეგმაში შედიოდა გაენადგურებინა "ტილებივით გამრავლებული დაბალი რასები"(WiE DIE WENCE VERMEHRTE NIEDE RASSEN)

ცხადია, ამ განსაზღვრებაში ქართველებიც იყვნენ მოქცეულები.

სწორედ საბჭოთა არმიამ გადატეხა წელში ეს ბოროტების მანქანა.

ვინც ამბობს, რომ ორივე სისტემა თანაბრად ბოროტი იყო, უბრალოდ ვერ საზღვრავს მთავარს-საბჭოთა სისტემა ერების ფიზიკურ განადგურებას მიზნად არ ისახავდა, ხოლო ნაციზმის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ გაგვჟლეტდნენ სხვა, ასეთივე "არაარიულ" ხალხებთან ერთად.

ამიტომ, როდესაც შეურაცხყოფენ და თავს ესხმიან 9 მაისის მონაწილე ვეტერანებს და სხვისას უწოდებენ მეორე მსოფლიო ომს, ეს ადამიანები გაუცნობიერებლად საკუთარ დაბადებას და არსებობას აპროტესტებენ.

პრინციპში, შეიძლება მართლებიც იყვნენ, რახან ასე დარწმუნებულები არიან, რომ არ უნდა გაჩენილიყვნენ ამქვეყნად.

ზემოთმოყვანილი სტატუსის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ რასობრივ თეორიას უამრავი მომხრე ჰყოლია საქართველოში. თანაც რაღაც საოცარი მენტალური ინფანტილიზმის წყალობით ქართველთა ნაწილი მიიჩნევს,რომ გერმანელი რასისტები ქართველებს აუცილებლად შეიყვანდნენ "არიელთა" ელიტურ კლუბში.

შემდეგ ჩვენსავით "არიელ" გერმანელებთან ერთად სხვა ხალხებს დავიმონებდით,ურჩებს გავაქრობდით და ვიცხოვრებდით ბედნიერად 'ათასწლოვან რაიხში".

კიდევ უფრო გასართობი ისაა, რომ ამ სასაცილო დიხოტომიური ავადმყოფობით შეპყრობილ ადამიანებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ თუ ნაცისტური გერმანია უფრო დიდ ბოროტებად მიგაჩნია, ვიდრე საბჭოთა კავშირი, ე.ი. კომუნისტი ხარ.

ან თუ ამბობ, რომ თურქეთი და ირანი უფრო მეტად მიუღებელი არჩევანი იყო, ვიდრე რუსეთი, ე.ი. რუსოფილი ხარ.

თუ ნაცები არ გიყვარს, ე.ი. ოცნების ფანი ხარ.

და ა.შ.

ამ " ან ეს, ან-ის"- დიხოტომიური აშლილობით უამრავი ადამიანია აგრესიულად დაპროგრამებული და მათ თავისი სახელი უნდა დაერქვას.

ჩემი აზრით, მათ მდგომარეობას კარგად გამოხატავს ახალი სიტყვა-"ან-ან-ისტი".

ხოლო მოვლენას "ან-ან-იზმი".

P.S.

მსგავსება ბიბლიური ონანის ცოდვის აღმნიშვნელ სიტყვასთან შემთხვევითია.

პოსტი შარშანწინდელია, დავდე, ვინაიდან ან-ან--ისტების რიცხვი კვლავ მატულობს."

Katana . კარგი პოსტია და სულ ერთია, როდინდელია - სიმართლეს ასაკი არა აქვს.
მაგრამ ამ სიმართლის ოპონენტები მრავლდება...
როცა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანელი ისტორიკოსი, 2 დღის წინ, გერმანულ "შპიგელში", სწორედ ბალტიისპირელებისა და პოლონელების გასაგონად წერენ, რომ მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში ერთადერთი დამნაშავე გერმანიაა და ის პოლონეთზე თავდასხმით დაიწყოო, პოლონელებსა და ბალტიისპირელებს ეჭვი შეაქვთ ამ ფაქტში და სტალინისკენ იშვერენ თითს...
ჩეხები ნაცისტებისაგან პრაღის გამათავისუფლებლის, მარშალ კონევის ძეგლს იღებენ და ვლასოველების ძეგლს დგამენ...
უკრაინაშიც კი ბანდეროველთა მიმართ ჩნდება პიეტეტი...
ლიბერასტულ წრეებში კვლავ მაღალია ხრუშჩოვისეულ შეფასებათა სანდოობა სტალინის უნიჭობისა და უვიცობის შესახებ :)
ეჭვქვეშ აყენებენ იმასაც,ნამდვილად სსრკ-მ მოიგო ეს ომი თუ ამერიკამ და ინგლისმა დაამარცხეს ჰიტლერი... (და ეს მაშინ, როცა ინგლისელი ანალიტიკოსებიც კი, ყველა ფაქტის შეჯერებით, ამტკიცებენ, რომ, კი, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მოკავშირეთა წვლილი და ლენდ ლიზით მიღებული ამერიკული დახმარება, მაგრამ - დიდი ალბათობით! - საბჭოთა კავშირს მარტოსაც შეეძლო ფაშისტური გერმანიის დამარცხება... თუმცა ეს მოხდებოდა მოგვიანებით და კიდევ 1 მილიონი ადამიანის მსხვერპლის ფასად...
საზოგადოების ნაწილი, რომელიც პახმელიაზე მყოფი, უგემურად წრუპავდა საბჭოურ ლუდს და იღრინებოდა: - სტალინის დედა!.. თორემ ამ ფსელის მაგივრად, ხომ გვექნებოდა ახლა ბავარიული პივაო, ისევ იქ არის გაჩერებული, პივის ბუდკასთან, და ეჭვი არ ეპარება ჰიტლერის უდიდეს სიყვარულში ჩვენს მიმართ...
5 წლის უკან
Katana . На пьедестале памятника Коневу установили унитаз...
Около 10.30в отдел полиции в Праге позвонил человек, который хотел возложить цветы к постаменту, где ранее был установлен памятник Коневу...
«На постаменте (был) размещен унитаз из пенопласта высотой около двух метров», — отметил представитель полиции Ян Данек.

ეტყობა, ჩეხებსაც გარანტირებული ჰქონდათ ადგილი "არიელთა ელიტურ კლუბში“...
5 წლის უკან