მამუკა მდინარაძე: ხალხის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პანდემიასთან  წარმატებულ ბრძოლაში

მამუკა მდინარაძე: ხალხის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია პანდემიასთან  წარმატებულ ბრძოლაში

„დაბეჯითებით რომ ვთქვათ - პანდემიის პიკი გავიარეთ, უკვე გადავლახეთ მაღალი რისკის შემცველი მომენტი, ამისთვის არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, არა მხოლოდ ექიმებმა და ამ საქმეში ჩართულმა ადამიანებმა, არამედ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა  უნდა შეგვიწყოს ხელი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ „Postv"- ის ეთერში. მისი თქმით,  პანდემიასთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა.

„ეს ისეთი გამოწვევაა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და ექიმებმა, ხალხის მხარდაჭერის გარეშე არაფერი გამოვა.   აქამდეც, ამ პროცესში  ხალხის უდიდესი ნაწილის  მხარდაჭერა რომ არ ყოფილიყო, გამორიცხული იყო, ეს გამოწვევა ასე წარმატებით გადაგველახა და, მოდით, ნუ ვიტყვით ჯერ, რომ უკვე გადავლახეთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​