ელჩის გამოწვევა კონსულტაციებისთვის უკვე არის დიპლომატიური დემარში და ამ ჟესტმა უკვე დააზარალა ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობა, როგორც მინიმუმ, უხერხულობა შექმნა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას უკრაინიდან ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევასთან დაკავშირებით.
კახიძის განმარტებით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ქვეყნის ინტერესები „თავისი ვიწრო პოლიტიკური ბოღმის გამო არ უნდა დააზარალოს“.
„თუკი „ქართული ოცნების“ მხრიდან ეს სამარცხვინო ისტერიკა, უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა შეწყდება, ეს იქნება მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობებისთვის და საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინა და საქართველო განიხილებიან, როგორც ერთი მთლიანობა რეგიონში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ეს მიიღონ მხედველობაში“, - განაცხადა კახიძემ.
ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა.
უკრაინა მარტივ მამრავლებად დაშლილ წარმონაქმნად არის გადაქცეული, რომელსაც თავი თავისუფალი გონია და დამოუკიდებელი გონია! (ჩვენსავით! ვნახოთ როგორ წარიმართება მოვლენები...)
სინამდვილეში დასავლეთის, აშშ დემოკრატიული პარტიის ბოსტანად გარდაიქცა და კიდევ, ნაცბოზბანდის დესანტს "პირველი ღამის უფლებას" აძლევს ქვეყნის ესოდენ საჭირო რეფორმების გატარების საქმის მიხოს ლოგინში შეცურებით...