ლაშა არგვეთელი: „ჩვენთან რუსეთისთვის ბაბაიას დაძახებაც ღალატია და უკრაინიდან ელჩის გამოწვევაც“

ლაშა არგვეთელი: „ჩვენთან რუსეთისთვის ბაბაიას დაძახებაც ღალატია და უკრაინიდან ელჩის გამოწვევაც“

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა არგვეთელი სოციალურ ქსელში წერს:

როცა რადაში ითქვა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით რამე ხომ არ ეშლებაო, საქართველოდან არცერთმა “მედასავლეთე პატრიოტმა” არ განაცხადა საპასუხოდ, რომ პატარა და დიდი კი არა, არსებობს სუვერენიტეტის ცნება და მიუხედავად გაბარიტებისა, საერთაშორისო ურთიერთობებში ეს სრულიად საკმარისია თანასწორობისთვის.

ანუ, ჩვენ პატარა ქვეყანა რომ ვართ, ამის გამო კი არ უნდა გვჩაგრავდეს რუსეთი, პირიქით - დამოუკიდებელი სახელმწიფო რომ ვართ, ამიტომ უნდა გვცემდეს პატივს. მაგრამ ჩვენთან რუსეთისთვის ბაბაიას დაძახებაც ღალატია და უკრაინიდან ელჩის გამოწვევაც. ასეთი ხალხი ვართ და ასეთი მიმომხილველების ამარა ვართ - საკუთარ ელჩთან გვინდა გასაუბრება და საზოგადოება ზელენსკის ეთანხმება, რომ ეს ტეხავს.

Maverick სწორედ მაგ საზოგადოებაა V კოლონა, ვინც ზელენსკის ეთანხმება და კუანა მიხუის ჩოილარს ეთაყვანება!
5 წლის უკან