COVID19-თან დაკავშირებული ვითარება, პოსტკრიზისული პერიოდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამები და მათი დაფინანსება, მსხვილი კორპორაციების და საწარმოების საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები - ეს ის საკითხებია, რომელიც არჩილ თალაკვაძემ ამერიკელ კონგრესმენებთან განიხილა.
კონგრესმენები ალექს მუნი და ენდი ჰარისი წარმომადგენელთა პალატის საფინანსო სერვისების კომიტეტს წარმოადგენენ, რომელიც სხვადასხვა სფეროს და პარტნიორი ქვეყნების დაფინანსებაზეა პასუხისმგებელი.