ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დანიშვნას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს უმნიშვნელო თანამდებობაა.
„სანამ გააჩერებენ, ან გაჩერდება ამ პოსტზე - მანამდე შეგვიძლია ავუხსნათ ხოლმე, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უცხო ქვეყნის თანამდებობის პირი პარტიული მიზნებით ნუ ერევა.
მაგრამ მაინც ჩაერევა. არაფერს შეცვლის ეს დანიშვნა. უმნიშვნელო თანამდებობა მისცეს - მაგას სულთნობა უნდა. ქაოსია ახლა კორონას გამო უკრაინაში - ვერ გაიგებ რომელი ოლიგარხი რას თამაშობს", - წერს ჩერგოლეიშვილი.