ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშვნას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ის ხალხი საქართველოში, ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის დანიშვნით ზელენსკიმ და უკრაინამ საქართველოს და მის ხელისუფლებას „სილა გააწნეს,“ ან ბრიყვები არიან ან ძალიან არ უყვართ საკუთარი ქვეყანა.
მე თუ მკითხავთ, უკრაინამ ამ დანიშვნით საკუთარ თავს უფრო გააწნა სილა. ზელენსკიმ საკუთარ ამომრჩეველს და უკრაინის საზოგადოებას გააწნა სილა, რომ 41- მილიონიან სახელმწიფოში ღირსეული კადრი ვერ მოძებნა თუნდაც ამ ტექნიკური თანამდებობისათვის და სხვა ქვეყანაში გასამართლებული და ძებნილი პირი, თუნდაც ექს-პრეზიდენტი გაამწესა თანამდებობაზე.
ეს ნაბიჯი მას და უკრაინის ხელისუფლებას ბუმერანგივით დაუბრუნდებათ უახლოეს მომავალში, მითუმეტეს რომ უკრაინამ ეს ყველაფერი ერთხელ უკვე საკმაოდ მწარედ გამოიარა.
თუ რატომ აბიჯებენ უკრაინის ხელისუფალნი ერთი და იგივე ხაფანგს, ეს უკვე ანალიზის სფეროა.”