ზელენსკიმ კიევიდან საქართველოში ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა

ზელენსკიმ კიევიდან საქართველოში ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა კიევიდან საქართველოში ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევას შეცდომა უწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინსა და საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობები აქვთ და ამიტომაც კიევი თბილისიდან თავისი ელჩის გაწვევას არ აპირებს.

„ვფიქრობ, რომ ეს ქართული მხარის შეცდომაა. კონსულტაციების შემდეგ ყველა მხარე მიხვდება, რომ ნებისმიერი ქვეყნის საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ იმ ქვეყანას და იმ ხალხს, რომელიც იქ ცხოვრობს. ვინმე რომ არ განაწყენდეს, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი პოლიტიკაა. ბატონ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მე უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ.

7 მაისს საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა.

Aburjga Tasmanieli ეს უკრაინა რა ფარჩაკიცაა ისეთივე პრეზიდენტები ყავს, ეს ზელენსკი კი საერთოდ "Ошибка Природы" -ააა! ამას ახლა არ უნდა გაულეღვო ის უნამუსო ცხვირ-პირი?! ან ჩვენს მიშას რატომ არ შეუძლია დაეტიოს თავის თრაქზე და იცხოვროს ადამიანურად?! ამ ბოლო კითხვაზე მაქვს პასუხი - ძალიანაც რომ უნდოდეს მისი წარსული და პატრონები არ დააყენებენ, და არც აყენებენ, რასაც ავალებენ ის უნდა შეასრულოს თორემ ფიზიკურად გაანადგურებენ! იმათ ვინც მას და ზელენსკის ეს დავალება მისცა უკრაინის დაშლა სწადია სამ ან ოთხ ნაწილად!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ვუსმინე დავით უსუფაშვილის გამოსვლას ტვ პირველზე დიანა ტრაპაიძის გადაცემაში. დიანას კი არაუშავდა, მაგრამ ამ უსუფაშვილმა როგორ წაიყარა თავზე ნაცარი, რას ბოდავდა, რას ბოდიალობდა... ღმერთო მაღალო, ეს რა კაცია?! ან არ ესმის ან თავს ისულელებს, რომ ახალ პატრონს აამოს?! ორივე შემთხვევაში არასახარბიელოდ ჩანს! ბიძინა ივანიშვილო გთხოვთ გაგვაგებინოთ, თავის დროზე ვინ შემოგატყუათ ეს ლიბერასტი ცოლ-ქმარი???
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ამდენი ხანი ნატოში რომ არ მიგვიღეს ეს იმის ბრალია ეს ნაგავი უკრაინა რომ გვაქვს მოკიდებული ჩვენზე 20 ჯერ დიდი ხურჯინივით და ძვრას ვერ ვუშვებით! ნაზუქები და ჩურჩხელები მაინც ეწყოს ამ ხურჯინში მხოლოდ პრობლემები და ნაგავი რომ აწყვია!
5 წლის უკან
sapiqrali მძიმე შემთხვევაა.
5 წლის უკან
amo უკრაინას თუ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა (და როგორც ჩანს არ ჰქონდა) წასული ყოფილა მაშინ მისი საქმე.
5 წლის უკან