ლევან რატიანი: ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება

ლევან რატიანი: ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება

ჩემი განწყობა ასეთია, რომ ძალიან მალე ეს აურზაური დასრულდება. დადგება მომენტი, ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრების, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

„რაც კაცობრიობა გაჩნდა, ჩვენ გარშემო იყვნენ ვირუსები, ბაქტერიები. მათთან ერთად ცხოვრობდა კაცობრიობა. ახლაც ვიცხოვრებთ ერთი მდგომარეობით, რომ ადამიანი ამ ვირუსის მიმღები შეიძლება იყოს, მაგრამ დაავადება სავარაუდოდ არ გამომჟღავნდება“, - აღნიშნა რატიანმა.

მისივე თქმით, კლინიკაში სამკურნალო საშუალებების და პირადი აღჭურვილობის დეფიციტი არ არის.

„თუ ასეთი ტემპი გაგრძელდა, გვაქვს ერთი თვის მარაგი, რომელიც ალბათ არ დაგვჭირდება. რადგან ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრად შემცირების ტენდენცია გვაქს“, - აღნიშნა კლინიკის დირექტორმა.

საქართველოში კორონავირუსი 623 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 288 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

dimpi აუზაური კიარა კიდევაა ასაკრძალი ტრანსპორტი, ჰაერიც დასუფთავდა ამ მანქნების გამონაბოლქვისაგან და ღმუილისაგან
5 წლის უკან