მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ

მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ

ჩემი დანიშვნის ფაქტიც აჩვენებს, რომ ის მზადაა არაორდინარული ნაბიჯები გადადგას, – ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ მის არჩევას.

„პრეზიდენტი განწყობილია რადიკალური რეფორმებისთბისა და ცვლილებებისთვის.

მე მომეწონა მისი განწყობა, რადგან ჩემი დანიშვნის ფაქტიც აჩვენებს, რომ ის მზადაა არაორდინარული ნაბიჯები გადადგას, რომლის წინააღმდეგ ბევრი ადამიანის მის გადარწმუნებას ცდილობდა.

ძირითადად მის გადარწმუნებას ცდილობდნენ ისინი, ვისაც სურთ რომ უკრაინაში სტატუს კვო შენარჩუნდეს, ეს კი ჭაობია”, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ ხელმძღვანელად დაინიშნა.