ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 18 წლამდე ასაკის პაციენტი და 88 წლის ქალი გამოჯანმრთელდნენ

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 66 პაციენტი მკურნალობს

მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი.

საუბარია 18 წლამდე მოზარდსა და 88 წლის ქალზე.

„გვაქვს გამოჯანმრთება ერთი 18 წლამდე მოზარდის, ხოლო ერთი გამოჯანრთელდა 88 წლის ქალბატონი. 10 პაციენტის მდგომარეობა საყურადღებოა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.