ქართული ლიბერალ–ფაშიზმი ჟვანიას მკვლელობის „გასაპრავებლად“!

ქართული ლიბერალ–ფაშიზმი ჟვანიას მკვლელობის „გასაპრავებლად“!

ერთი კვირა ვიცადე. ველოდი, როდის მიაწყდებოდნენ ლგტბ–ს უფლებების დამცველები „პრაიმ ტაიმის“ რედაქციას და ჰომოფობიის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაზეთის წინა ნომერს დაწვავდენენ. როგორც მიშას უყვარდა ხოლმე თქმა – ნურას უკაცრავად! ჰომოფობიასთან „მებრძოლებმა“ პირში წყალი ჩაიგუბეს. ერთი განცხადებაც კი არავის გაუკეთებია.

არადა, ისეთ ბინძურ მინიშნებებს, როგორიც თბილისის მერიასთან ერთობ დაახლოებულმა გაზეთმა გააკეთა, სხვა ნებისმიერ შემთხვევაში მათი მძაფრი პროტესტი მოჰყვებოდა. თუმცა რა მინიშნება - გაზეთი პირდაპირ გვამცნობს, თუ როგორ „გარჯილა“ აწ უკვე ყოფილი ხელისუფლება, რომ დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილი პრემიერ–მინისტრისთვის „ნამუსი შეენახა“: „სანდო ინფორმაციით, როდესაც ჟვანიას დაცვამ ბინის კარი შეანგრია და პრემიერი ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად უხერხულ მდგომარეობაში გარდაცვლილი იპოვა, ბუნებრივია, ამის შესახებ ხელისუფლების ზედა შტოში მყისიერად შეიტყვეს. შეგახსენებთ, ინკოგნიტო რესპონდენტი ყოფილი მაღალჩინოსანია“.

ამის შეხსენება სულაც არ იყო აუცილებელი; ამ ვერსიის შემოგდება სწორედ ყოფილ ხელისუფლებას სჭირდება, რათა საკუთარი ბრალი დამალოს ამ საქმეში. პრაქტიკულად, გაზეთი ამ პუბლიკაციით სწორედ სააკაშვილს და მის რეჟიმს წმენდს ნამუსს გარდაცვლილების შეურაცხყოფით. ამაში შემდეგი გულისამაჩუყებელი სცენაც დაგარწმუნებთ:

„როცა სააკაშვილს ეს ინფორმაცია შეატყობინეს, ყვიროდა, მაგიდას ხელს ისე ურტყამდა, რომ დაამტვრია. თვითონაც იტკინა ხელი და პირველადი სამედიცინო ჩარევაც დასჭირდა. ის ყვიროდა ისტერიულად, ეს ამბავი არ უნდა გახმაურდეს, გააქრეთ ყველა კვალი, ის უსუპოვი სადაც გინდათ წაიყვანეთ, თუ გინდათ მტკვარში გადააგდეთო“ (?!).

გაზეთის ვერსიით, როდესაც გაარკვიეს, რომ უსუპოვი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო და ვერსადაც ვერ გააქრობდნენ, მოუწიათ მისი უკან დაბრუნება და ფეხსაცმელიც სწორედ მაშინ დაიკარგა. ამით იხსნება მოწმის მიერ ცხედრების შეტანის დანახვაც. ნუ შევჩერდებით იმაზე, რომ უსუპოვის ცხედარი მისმა თანამდებობამ „გადაარჩინა“, ნურც იმაზე, რომ წინა ხელისუფლებას ადამიანის და მით უფრო, მისი ცხედრის მოშორება ჩირადაც არ უღირდა. პუბლიკაცია მთლიანად ძველი ხელისუფლების ცოდვების „გაპრავებას“ ეძღვნება და ამ შეუსრულებელი მისიის განხორციელებისთვის „ყველაფერი მოსულა“!

„ეს ისტორია არც ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან და არც ერთ–ერთი მთავარი მოწმის ჩვენებასთან არ მოდის წინააღმდეგობაში, რომ გვამი საბურთალოს ქუჩაზე მიიტანეს. თუ პრეზიდენტის დავალების შესრულებისთვის მოხდა ქეიფის ინსცენირება, ამ შემთხვევაში გასაგები ხდება, რატომ არ იყო ანაბეჭდები ჭურჭელზე“.

აი, ასე - „გაფუჭებული“ საქმის „გასწორებას“ შვიდი წლის შემდეგ, ხელისუფლების შეცვლის შემდგომ ცდილობენ ბინძური მოტივებით!

ახლა ნახეთ, როგორი ყოფილა ვანო მერაბიშვილის რეაქცია მომხდარზე: „იცით, რა სჭირდა ვანო მერაბიშვილს პრემიერის გარდაცვალების შესახებ განცხადების გაკეთების შემდეგ? სახეზე ხელი აიფარა და თქვა, უნიკალური დეგენერატი ვარ, ამ განცხადების გაკეთება ჩემს თავზე რომ ავიღეო. პრეზიდენტისგან მიღებული მთავარი დავალება ის იყო, რომ სიმართლე პრემიერ–მინისტრის ორიენტაციის შესახებ უნდა დამალულიყო. სწორედ ამ დავალების შესრულებაში დაიშვა შეცდომები, რომლის შედეგებიც ახლა ყელში მწარედ აქვს გაჩხერილი სააკაშვილს“.

აი, ეს არის მთავარი სათქმელი: უბედურების სათავე „ორიენტაციაა“ და არა ის, რომ პრემიერი გაურკვეველ ვითარებაშია გარდაცვლილი. გაზეთი ვერ აქარწყლებს ვერცერთ საფუძვლიან ეჭვს, რომელიც საზოგადოებაში გააჩინა ჟვანიას მკვლელობამ, თუმცა ეს არც არის მისი მიზანი. მისთვის მთავარია, ყოფილ ხელისუფლებას აარიდოს დარტყმა და აქედან არის ეს გრამატიკული ფორმა – „დაიშვა შეცდომები“. ხელისუფლებამ კი არ დააშავა, ან კი არ შეცდა, შეცდომა რაღაცნაირად თავისით „დაიშვა“.

ამ პუბლიკაციის წაკითხვის შემდეგ არ შეიძლება, სიბინძურის შეგრძნება არ დაგეუფლოს. ჟვანია მათ პასუხს ვერ გასცემს, ვერც უსუპოვი. ოჯახები ისეთ კონტექსტშია მოხსენიებული, რომ ხმა ვეღარ ამიღონ ამ საქმეზე, რადგან „დაზუსტებით ვიცი, რომ მან (სააკაშვილმა) მოგვიანებით თავისთან მიიწვია ჟვანიას ოჯახი, გვერდით მოისვა მისი უახლოესი მეგობრები და მათ ყველაფერი ღიად უამბო, თუმცა პირობაც დადო, რომ მისი ორიენტაციის შესახებ ვერავინ გაიგებდა“.

ადგილობრივო ლიბერასტებო (ჩემი ტერმინი არ არის, მაგრამ ხალხში უკვე ასე დამკვიდრდა)! რატომ არ აპროტესტებთ იმას, რომ მკვლელობის ფაქტობრივ გამართლებად ადამიანის ორიენტაციაა გამოყენებული? რატომ არ იმაღლებთ ხმას, რომ ასე წერა და ამის ტირაჟირება დანაშაულია? რატომ არ იმჩნევთ იმას, რომ ორიენტაციის საკითხით მანიპულირება ხდება იმის ნაცვლად, რომ გაირკვეს, როგორ დაიღუპნენ სინამდვილეში ჟვანია და უსუპოვი?

კიდეც რომ დაიჯეროს ვინმემ „ინკოგნიტო“ წყაროს პოლიტიკურად გამართული ჩვენება, პასუხგაუცემელი რჩება კითხვები:

რეალურად რა ვითარებაში გარდაიცვალნენ ჟვანია და უსუპოვი?

რამ გაგუდა ისინი, თუ ექსპერტიზით ირკვევა, რომ ნახშირჟანგის რაოდენობა მათ სისხლში არ შეესაბამებოდა ოფიციალურ ვერსიას?

თუ ორი ცხედარი დააშორეს, რა საჭირო იყო უსუპოვის კვლავ მიყვანა იმ ბინაში, სადაც ისინი არ გარდაცვლილან?

კითხვა ბევრია, პასუხი კი ერთი: „კეთილშობილი“ ყოფილი ხელისუფლება „სექსუალური ორიენტაციის“ გამჟღავნებას მოერიდა, რომელიც ასე „ოსტატურად“ გაამჟღავნა შვიდი წლის შემდეგ „პრაიმ ტაიმის“ მეშვეობით!

ადგილობრივო ლგტბ–ს უფლებების დამცველებო! რატომ არ ყვირით, რომ ეს ჰომოფობიის თვალსაჩინო გამოვლინებაა? თქვენ თავს ესხმით ადამიანებს (მართლმადიდებლებს, მუსლიმანებს, იუდეველებს და სხვ.), როცა ისინი აცხადებენ, რომ ჰომოსექსუალიზმი მიუღებელია მათი რწმენისთვის. ჰომოფობებს უწოდებთ მათ, თუმცა ისინი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებს ფიზიკურად არ უსწორდებიან. თქვენ უფლებას ართმევთ ადამიანებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი აზრი, მაგრამ ხმას არ იღებთ მაშინ, როცა ყოფილი პრემიერ–მინისტრის გარდაცვალების ახსნას მისი „ორიენტაციით“ ლამობენ!

არავის აქვს უფლება, წაართვას ადამიანს ღვთის მიერ ბოძებული სიცოცხლე და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს არც მის სექსუალურ ორიენტაციას, არც პოლიტიკურ შეხედულებებს და არც კანის ფერს!

არავის აქვს უფლება, მიაჩუმათოს სიმართლე „გაუხსნელი საქმის უხერხული დეტალების“ საბაბით!

არავის აქვს უფლება, ღირსება შეულახოს გარდაცვლილებს და კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიაყენოს მათი ოჯახის წევრებს!

თქვენ ისეთივე ლიბერალები ხართ, როგორი „მძლეთამძლეც“ სააკაშვილია, რომელმაც ჟვანიას სიკვდილის ამბის გაგების შემდეგ მუშტით მაგიდა დაამტვრია!

თქვენ ლიბერასტებიც არა ხართ, თქვენ ფაშისტები ხართ!